Nokia Ovi Player
Nokia Ovi Player სერვისით შეგიძლიათ დაუკრათ და დაალაგოთ თქვენი მუსიკა,
ჩამოტვირთოთ მუსიკა Ovi by Nokia-დან, გადაწეროთ სიმღერებისა და მუსიკის
სიების ასლები თავსებად კომპიუტერსა და თავსებად Nokia მობილურ
აპარატებს შორის და შეინახოთ აუდიოჩანაწერები CD დისკებზე.
თქვენი მუსიკის კოლექციის სამართავად, გახსენით გრაფა "ჩემი მუსიკა".
შეგიძლიათ რამდენიმე თავსებადი აპარატი დააკავშიროთ Nokia Ovi Player-თან,
ნახოთ და დაუკრათ აპარატებში შენახული მუსიკა.
თუ გსურთ ნახოთ ნიმუშები და ჩამოტვირთოთ მილიონობით მუსიკა Ovi by
Nokia-დან, გახსენით გრაფა Ovi Music. მუსიკის ჩამოსატვირთად გჭირდებათ
შექმნათ Nokia ანგარიში.
Nokia-ს Ovi Music სერვისების ხელმისაწვდომობა შეიძლება იცვლებოდეს
რეგიონის მიხედვით.